პოლიტიკა

სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა გამოაქვეყნა 44-დღიანი ომის შედეგები

სომხეთის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტის სამხედრო საგამოძიებო დეპარტამენტი აგრძელებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ არცახის წინააღმდეგ აგრესიული ომის გაჩაღების და წარმოების  გამოძიებას. მათ ბრალი ედებათ  ღრმა ზურგში ქვეყნის მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანში ამოღებაში, არაშერჩევით ობიექტებზე თვდასხმაში და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სერიოზულ დარღვევებში.  

როგორც საგამოძიებო კომიტეტიდან  NEWS.am-ს აცნობეს,  სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში გაირკვა, რომ აზერბაიჯანის მიერ გაჩაღებული აგრესიული ომის შედეგად სომხეთში და  არცახის რესპუბლიკაში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების და მშვიდობიანი მოსახლეობის საერთო რაოდენობა 3822 ადამიანს შეადგენს. 22.03.2022 წლის მდგომარეობით უცნობია 187 სამხედრო მოსამსახურის და 21 მშვიდობიანი მოქალაქის ადგილსამყოფელი. დაბრუნებულია 150 ტყვე.

ნახეთ მეტი
Back to top button