
21 მარტს სრ საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან.
განხილულ იქნა სომხეთ-რუსეთის თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები, მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტები, სომხეთსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები.
არარატ მირზოიანი და სერგეი ლავროვი შეეხნენ 2020 წ. 9 ნოემბრის, 2021 წლის 11 იანვრისა და 26 ნოემბრის სამმხრივი განცხადებებით მიღწეული შეთანხმებების შესრულებას.
სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა წარმოადგინა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევით აზერბაიჯანის პროვოკაციების გამო შექმნილი ვითარება.
არარატ მირზოიანმა თავის კოლეგას ასევე გააცნო სომხური მხარის პოზიცია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ, ამ კონტექსტში მნიშვნელოვნად იიჩნიეს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობის როლი.
სატელეფონო საუბრისას საუბარი შეეხო სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესს.
მათ მოსაზრებები გაცვალეს რეგიონალურ და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე.