მთავარიპოლიტიკა

სომხეთის სს მინისტრმა გამოაცხადა აზერბაიჯანში ტყვეთა ნამდვილი რაოდენობა

აზერბაიჯანში ტყვედ იმყოფება  38 ადამიანი, მათგან 3 მშვიდობიანი მოქალაქე. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა პარლამენტის საგარეო საქმეთა მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე  თქვა.  

„აზერბაიჯანში კვლავ არალეგალურად იმყოფებიან სომეხი სამხედრო ტყვეები და მშვიდობიანი მოქალაქეები. სომხეთი აგრძელებს აზერბაიჯანში მყოფი სომეხი სამხედრო ტყვეების, მძევლების და სხვა დაკავებულების დაუყოვნებლივ დაბრუნების საკითხს სხვადასხვა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. აზერბაიჯანში კვლავ რჩება 38 დაკავებული, მათ შორის სამხედრო ტყვეები და სხვა მძევლები. 38-დან 3 მშვიდობიანი მოქალაქეა. აღსანიშნავია, რომ 38-დან 2 ტყვედ აიყვანეს 16 ნოემბრის ესკალაციამდე“, – განაცხადა მირზოიანმა.

საკითხი 2021 წლის 19 აპრილს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის აპრილის სესიის დღის წესრიგში შევიდა და გადაწყვეტილება აზერბაიჯანში აუეს-ის  დროებითი ზომების გამოყენების შესახებ ძალაში რჩება.

2021 წლის 20 მაისს ევროპარლამენტმა 607 წევრის ხმით მიიღო სომეხი ტყვეების „დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით“ რეზოლუცია.

ნახეთ მეტი
Back to top button