სომხეთი აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ირანთან ჩრდილოეთ-სამხრეთის საერთაშორისო მარშრუტის განვითარებაზე

სომხეთი აგრძელებს ირანთან ტრადიციული კეთილმეზობლური ურთიერთობების გაღრმავებას, ამ მიზნით პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ორჯერ შეხვდა ირანის პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისს. „არმენპრეს“-ის ცნობით, ამის შესახებ ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა.
„ირანთან ტრადიციული კეთილმეზობლური ურთიერთობების გაღრმავების მიზნით სამუშაო ვიზიტით ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ყოფნის დროს სრ პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 2021 წლის 5 აგვისტოს შეხვდა ირანის პრეზიდენტს იბრაჰიმ რაისის. შემდეგი შეხვედრა შედგა 17 სექტემბერს დუშანბეში. ამ შეხვედრებზე განიხილეს სომხეთ-ირანის მრავალმხრივი ურთიერთობების შემდგომ განვითარებასა და რეგიონში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული საკითხები“, – განაცხადა მირზოიანმა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ წლის ბოლოს ირანის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება კაპანში გენერალური საკონსულოს შექმნის შესახებ, თავრიზში გენერალური საკონსულოს გახსნის საკითხს სომხური მხარე განიხილავს.
„ირანთან აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჩრდილოეთ-სამხრეთის საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის შექმნის თაობაზე“, – დაასკვნა არარატ მირზოიანმა.