პოლიტიკა

სომხეთი და შეერთებული შტატები შეთანხმდნენ სტრატეგიული დიალოგის მორიგი სხდომის გამართვაზე

სომხეთი აგრძელებს მაღალი დონის დიალოგს შეერთებულ შტატებთან. „არმენპრეს“-ის ცნობით ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე განაცხადა სრ საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა.

„ადგილი ჰქონდა უშიშროების საბჭოს მდივანის ვიზიტს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა. მიღწეულია შეთანხმება სომხურ-ამერიკული სტრატეგიული დიალოგის მორიგი სესიის ორგანიზებაზე“, – განაცხადა მირზოიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე შეახსენა, რომ 2021 წლის 24 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სომეხთა გენოციდის აღიარების და დაგმობის შესახებ მიმართვა გააკეთა.

ნახეთ მეტი
Back to top button