პოლიტიკა

“უკრაინაში მშვიდობის გასაღებია” – პოდოლიაკი ზელენსკისა და პუტინის შეხვედრაზე

,,Metronome.ge” წერს, რომ უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა არის გასაღები მშვიდობის აღდგენისთვის. ასეთი სამიტი შეიძლება ჩატარდეს მაშინ, როდესაც შემუშავებული იქნება შესაძლო კომპრომისები პირისპირ საუბრისთვის.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, დელეგაციების დონეზე მოლაპარაკების მონაწილე მიხაილო პოდოლიაკმა  BBC- სთან ინტერვიუში განაცხადა .

“ნებისმიერი ფუნდამენტური გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია მხოლოდ ორი ქვეყნის – რუსეთის ფედერაციისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრაზე”, – განაცხადა მან.

პოდოლიაკის თქმით, ზელენსკი დღეს ერთადერთი ადამიანია, რომელსაც ზუსტად ესმის ყველა ასპექტი იმისა, რაც დღეს ორ ქვეყანას შორის ხდება.

„ეჭვგარეშეა, რომ ასეთი შეხვედრა არის გასაღები მშვიდობისთვის, ის მზადდება და მომზადდება, გვაქვს კონტაქტები ჩვენს პარტნიორებთან, რომელთაც სურთ ამ შეხვედრის ორგანიზება, ბევრი ქვეყანაა დაინტერესებული, რომ ომის ცხელი ეტაპი დასრულდეს.

როცა მოლაპარაკების პროცესის ფარგლებში სამუშაო ჯგუფები შემუშავდება წინასწარი დოკუმენტები და გადაეცემა პრეზიდენტებს, შეაფასებენ, ეს უკვე საგზაო რუკაა, რომლის პირისპირ განხილვაც შეიძლება”, – განაცხადა პოდოლიაკმა.

თუმცა, მისივე თქმით, ჯერჯერობით კონკრეტული თარიღის დასახელება შეუძლებელია.

პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ უკრაინამ “აჩვენა თავისი საბრძოლო მზადყოფნა და ლოგისტიკური სიმწიფე” და შეძლო “ომის ინფრასტრუქტურის აშენება”. ეს შესაძლებელს ხდის სწორი მოლაპარაკებების წარმოებას და პრეზიდენტისთვის ძალიან კარგი პოზიციის მომზადებას“.

ნახეთ მეტი
Back to top button