საზოგადოება

აზერბაიჯანის ქმედება უხეშად არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს – არცახის საგარეო საქმეთა სამინისტრო

რესპუბლიკისთვის გაზის მიწოდების შეჩერებასთან დაკავშირებით, არცახის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა.

„21 მარტის საღამოს აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ხელმეორედ შეაფერხა არცახის გაზის მიწოდება, რითაც არცახის მოსახლეობას ძალიან ცივ ამინდში გათბობის რესურსი შეუწყდა.

აზერბაიჯანული მხარის პირდაპირი ჩარევის გამო, არცახში გაზის მიწოდება კვლავ შეწყდა.

აზერბაიჯანის საქციელი ჰუმანიტარული ტერორიზმია. იგი უხეშად არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარული და საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს, რომლებიც არ ჯდება მორალის ჩარჩოებში. ეს საზიზღარი ქმედება სიძულვილისა და ნაციონალიზმის კიდევ ერთი გამოვლინებაა.

არცახის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს აზერბაიჯანის პოლიტიკას და მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას ადეკვატური შეფასების მოლოდინით.

ნახეთ მეტი
Back to top button