პოლიტიკა

ალიევი თავის “მშვიდობის დღის წესრიგში” ეყრდნობა აშშ-ს დახმარებას და უნებლიეთ აშანტაჟებს მას

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა აშშ-ის პრეზიდენტ ბაიდენს ნოვრუზის მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა, იუწყება AzerTAc-ი.

წერილში ალიევს  ჩამოთვლილი აქვს სამი ათწლეულის განმავლობაში არსებული თანამშრომლობის ყველა მიღწევა. ალიევი განსაკუთრებულ ყურადღებას ენერგეტიკის სექტორს აქცევს. „ჩვენ ვაფასებთ შეერთებული შტატების თანმიმდევრულ მხარდაჭერას კასპიის ზღვის აზერბაიჯანის სექტორში მდიდარი ენერგორესურსების განვითარებისა და მათ მსოფლიო ბაზრებზე გადატანის, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური ენერგეტიკული პროექტების განხორციელების მიმართულებით, რომლებსაც დიდი მნიშვნელობა აქვთ გლობალური ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის. “- ნათქვამია წერილში.

„როგორც მშვიდობის მომხრეები, ჩვენ მზად ვართ დავიწყოთ მოლაპარაკებები სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმებაზე, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებზე, როგორიცაა ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი და ჩვენი ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ხელშეუხებლობა. ვიმედოვნებთ, რომ შეერთებული შტატები მხარს დაუჭერს აზერბაიჯანის სამშვიდობო დღის წესრიგს, რომელიც ეფუძნება მომავლის ხედვას. გათავისუფლებულ მიწებზე სარესტავრაციო და სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს. მოხარული ვიქნებით ვიხილოთ ამ პროცესში ამერიკული კომპანიების მონაწილეობა. მე მჯერა, რომ როგორც მეგობრები და პარტნიორები, ჩვენ გავაგრძელებთ ერთად მუშაობას, რათა კიდევ უფრო განვავითაროთ ჩვენი თანამშრომლობა ყველა სფეროში“, – განაცხადა ალიევმა.

ამრიგად, ალიევმა ამ წერილშიც ვერ გაუძლო ფაქტების დამახინჯებისა და შანტაჟის ცდუნებას. ჯერ ერთი, ალიევი მიზანმიმართულად გამოყოფს ერთს  – პრინციპების მთელი სიიდან. დიპლომატიური თვალსაზრისით, აზერბაიჯანის პრეზიდენტი აშშ-ს პრეზიდენტს ნავთობისა და გაზის მარაგებს ახსენებს და ბაქოს პოზიციას ვაშინგტონის მხარდაჭერას უკავშირებს. იმის გათვალისწინებით, რომ კოლექტიური დასავლეთი ენერგოუსაფრთხოების საკითხებს ბევრად მაღლა აყენებს, ვიდრე მის მიერ გამოცხადებული დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ღირებულებები, შესაძლებელია ალიევმა სწორი აქცენტი აირჩია. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგივე დასავლეთი რაიმე  რეაგირებას მოახდენდა ორკვირიან „გაზის ბლოკადაზე“, რომელიც აზერბაიჯანმა  „მოუწყო“   არცახის მოსახლეობას.

შეგახსენებთ, რომ არცახის გაზმომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემები 8 მარტს დაიწყო. სომხეთიდან მთიანი ყარაბაღისკენ მიმავალი გაზსადენის აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებად მონაკვეთზე უბედური შემთხვევა მოხდა. ავარიაში აზერბაიჯანელების მონაწილეობის წილი ჯერჯერობით უცნობია. აზერბაიჯანულმა მხარემ სომეხ სპეციალისტებს გაზსადენის შეკეთების საშუალება სხვადასხვა საბაბით არ მისცა. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ აზერბაიჯანი მის განახლებაზე დათანხმდა. საბოლოოდ, 19 მარტს, გაზმომარაგება აღდგა, თუმცა დიდხანს არ გაგრძელებულა. 21 მარტის საღამოს აზერბაიჯანის პირდაპირი ჩარევით გაზის მიწოდება კვლავ შეწყდა.

ნახეთ მეტი
Back to top button