საერთაშორისო

ანჯეი დუდა – ნატო-ს სამიტზე განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს უკრაინასა და საქართველოს, საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ მომდევნო რამდენიმე კვირაში უნდა მიიღონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი

როგორც 1tv.ge წერს, ნატო-ს სამიტზე განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს უკრაინასა და საქართველოში არსებულ ვითარებას, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ ბუქარესტში, რუმინეთის პრეზიდენტთან, კლაუს იოჰანისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინისა და საქართველოსთვის უსაფრთხოების საკითხს ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს, რის გამოც ნატო-უკრაინის და ნატო-საქართველოს კომიტეტების სხდომები უნდა ჩატარდეს.

ანჯეი დუდამ ასევე აღნიშნა, რომ რუმინეთთან ერთად, ხაზს გაუსვამენ უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.

„ეს უნდა იყოს ის ქვეყნები, რომლებმაც უახლოეს მომავალში, ფაქტობრივად, მომდევნო რამდენიმე კვირაში უნდა მიიღონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. მათთვის დახმარება უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რაც განსაკუთრებით საჭირო იქნება უკრაინისთვის, რომელიც ომის შემდეგ აღდგენისთვის დასჭირდება“, – თქვა პოლონეთის პრეზიდენტმა.

თავის მხრივ, რუმინეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუმინეთი და პოლონეთი მხარს უჭერენ უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას.

ნახეთ მეტი
Back to top button