საზოგადოება

გაერთიანებულმა სამეფომ სომხეთს AstraZeneca-ს 25000 დოზა გადასცა

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ სომხეთს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 25 ათასზე მეტი დოზა გადასცა.

„დარწმუნებულნი ვართ, რომ ვაქცინაცია კვლავ რჩება ერთადერთი ეფექტური საშუალება COVID-19 ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, მის პრევენციასა და შესუსტებაში. ამიტომ, მოხარული ვარ, რომ გაერთიანებულმა სამეფომ დახმარების ხელი გაუწოდა ჩვენს მეგობრებს სომხეთში, როგორც ჩვენი მთავრობის ვალდებულების ნაწილი მთელ მსოფლიოში ეპიდემიის დასაძლევად“, – თქვა ჯონ გალაჰერმა, გაერთიანებული სამეფოს ელჩმა სომხეთში.

ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლენა ნანუშიანმა მადლობა გადაუხადა საჩუქრისთვის და ხაზი გაუსვა ჯანდაცვის სხვა სფეროებში თანამშრომლობის მნიშვნელობას ეპიდემიასთან ბრძოლის პარალელურად.

თავის მხრივ, ელჩმა გამოთქვა მზადყოფნა გააგრძელოს ერთობლივი მუშაობა სომხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროსთან.

ნახეთ მეტი
Back to top button