რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ სანქციების პირობებში IT სპეციალისტების დიდი ჯგუფი სომხეთში ჩამოვიდა.
ამის შესახებ სრ მაღალტექნოლოგიური მრეწველობის მინისტრის მოადგილემ დავით საჰაკიანმა „არმპრესსთან“ საუბარში აღნიშნა, რომ მათი ამოცანაა ისეთი პირობების შექმნა, რომ სანქციების მოხსნის შემდეგ ჩამოსულმა სპეციალისტებმა სომხეთი არ დატოვონ.
„ეს შემოდინება არის ძირითადად რუსეთიდან. ასევე არის ბელორუსიიდან, ნაკლებად უკრაინიდან. არის შემთხვევები, როცა აქ მთლიანად IT კომპანიები მოდიან. სომხეთში ამ დარგის სპეციალისტებზე იყო მოთხოვნა. ეს კარგი სიტუაციაა სპეციალისტების მოთხოვნის შესავსებად. ხელფასები მაღალია შრომის ბაზარზე მიწოდებისა და მოთხოვნის არაპროპორციულობის გამო“, – განაცხადა საჰაკიანმა.
მინისტრის მოადგილის თქმით, სამინისტრო დაკავებულია სომხეთში უცხოეთიდან შემოსული IT კომპანიებისთვის პირობების შექმნაზე, რაც მათ შექმნის, შრომისა და განვითარების საშუალებას მისცემს.
მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი აკეთებენიგივეს, რაც კეთდება სომხური კომპანიებისთვის.
„ბევრი უცხოური კომპანია ჩამოვიდა და დარეგისტრირდა სომხეთში. კანონი საშუალებას აძლევს უცხოურ კომპანიებს ჩამოვიდნენ და დარეგისტრირდნენ სომხეთში“, – განაცხადა მან.
იმის შესახებ, თუ რატომ ირჩევენ IT სპეციალისტები სომხეთს, საჰაკიანმა განაცხადა, რომ სომხეთს დიდი უპირატესობები აქვს მაღალტექნოლოგიური კომპანიების განვითარებისთვის.
„სომხეთი შეიძლება იყოს ძალიან კარგი პლაცდარმი გლობალურ ბაზარზე გასასვლელად და გლობალური ბიზნესის გასაკეთებლად. ჩვენმა ეკო სისტემამ, საკანონმდებლო სფერომ, ჩვენს საერთაშორისო დონეზე განხორციელებულმა რეფორმებმა ხელი შეუწყო მათ სომხეთში ჩამოსვლას. ეს კეთდება იმისათვის, რომ სომხეთის ტექნოლოგიური სისტემა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანოს, რათა სტარტაპებმა არ დატოვონ სომხეთი ინვესტიციების მოსაზიდად, არამედ შემოვიდეს ინვესტიციები სომხეთში“, – თქვა საჰაკიანმა.
მინისტრის მოადგილის თქმით, ეს პროცესი ორმხრივი თანამშრომლობაა. სამინისტროს ამოცანაა სომხეთში IT სპეციალისტებისა და კომპანიების შენარჩუნება.
„თუ სომხეთი შეძლებს სპეციალისტებისა და კომპანიების გარკვეული ნაწილის აქ შენარჩუნებას, ჩავთვლი, რომ ჩვენი სისტემა შედგა. ჩვენ შეგვიძლია ვაჩვენოთ მთელ მსოფლიოს, რომ შესაძლებელია ჩამოსვლა და დარჩენა, თქვენც შეგიძლიათ მოხვიდეთ, ნახოთ და დარჩეთ. ჩვენ უკვე ვიცით, რა უნდა იყოს ჩვენი შემდეგი ნაბიჯი, რათა ჩვენი ეკოსისტემური სერვისები ყველგან იყოს ხელმისაწვდომი“, – დაასკვნა საჰაკიანმა.