საერთაშორისო

საქართველოს მოსახლეობის 85%-ს იმუნიტეტი აქვს კორონავირუსის მიმართ: ინფექციონისტი

ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ახალი კვლევის წინასწარი მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 85%-ს აქვს იმუნიტეტი (რეზისტენტობა) კორონავირუსის მიმართ. ამის შესახებ ცნობას აქვეყნებს Aliq.ge

NCDC-ის ხელმძღვანელის თქმით, მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი კვლევა, რომელშიც 20 000-მდე ადამიანია ჩართული, რათა გაირკვეს მოსახლეობის რამდენი პროცენტია დაინფიცირდა, რამდენია აცრილი.

„წინასწარი მონაცემებით, მოსახლეობის 85%-ს უკვე აქვს იმუნური შრე, ეს ეხება აცრილებს და მათ, ვინც დაძლიეს დაავადება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 22 მარტის მდგომარეობით, ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე 1 643 295-ს შეადგენს.

ნახეთ მეტი
Back to top button