საზოგადოება

სომხეთის  ცირკებში გარეული ცხოველების  გამოყენება აიკრძალება

სომხეთის  ეროვნულ ასამბლეაში განიხილეს გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი, რომელშიც, სხვა ცვლილებებთან ერთად, შემოთავაზებულია ცირკებში უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამტკიცებულ ნუსხაში ​​შეტანილი ველური ბუნების სახეობების გამოყენების აკრძალვა.

პროქტი წარადგინა  გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ გაიანე გაბრიელიანმა.

„საპროექტო პაკეტის მიღება განპირობებულია სომხეთის რესპუბლიკის ველური ბუნების ობიექტების დაცვის, კონსერვაციის, რეპროდუქციის, მდგრადი გამოყენების მოთხოვნით, გარეული ცხოველების, მათ შორის წითელ წიგნში რეგისტრირებული ცხოველების შენახვისა და გამოყენების სამართლებრივი ურთიერთობების რეგულაციისა და ადმინისტრირების შემცირების მოთხოვნით, ასევე გაეროს ბიომრავალფეროვნები შესახებ სომხეთის რესპუბლიკის მიერ კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

პროექტი ითვალისწინებს, რომ სომხეთის რესპუბლიკაში უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამტკიცებულ ნუსხაში ​​შეტანილი ველური ცხოველების სახეობების გამოყენება იკრძალება ცირკში ველური ბუნების დაცვის მიზნით.

ნახეთ მეტი
Back to top button