საერთაშორისო

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს საქართველოში ხუთშაბათს გადმოასვენებენ

საქართველოს ორ მოქალაქეს გიორგი ბერიაშვილის და დავით რატიანს, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომში იბრძოდნენ და საარტილერიო დარტყმებისას დაიღუპნენ, სამშობლოში ხუთშაბათს გადმოასვენებენ. ამის შესახებ „ქრონიკა“-სთან საუბარში აღნიშნა საქართველოს ელჩმა უკრაინაში.

„გუშინწინ მათი ცხედრები კიევიდან გადმოასვენეს და გუშინ მანქანა ლვოვში ჩამოვიდა, დღეს უკვე პოლონეთის მიმართულებით გაემართა. სავარაუდოდ, თუ რაიმე ფორს-მაჟორმა არ შეუშალა ხელი, დღის ბოლოს ვარშავაში იქნება და ხვალ საღამოს, ვარშავა-თბილისის რეისით გარდაცვლილებს გადმოასვენებენ საქართველოში“, – განაცხადა გიორგი ზაქარაშვილმა.

ამასთან, მიმდინარეობს მოლაპარაკებები საქართველოს 2 მოქალაქის გადმოსვენებაზე, რომლებიც საბრძოლო მოქმედებებში არ იღებდნენ მონაწილეობას. ასევე მარიუპოლში დაიღუპა ერთი ქართველი, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, თუმცა ქალაქში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, მას, სავარაუდოდ მარიუპოლშივე დაკრძალავენ.

ნახეთ მეტი
Back to top button