ეკონომიკამთავარი

განიხილება შესაძლებლობა სომეხი ექსპორტიორების მიერ  რუსი პარტნიორებისთვის საქონლის დრამში მიყიდვის შესახებ

სომხეთში ექსპორტიორები რისკებს ხედავენ რუბლით საქონლის ექსპორტირების შემთხვევაში. აღნიშნულ საკითხზე სომხეთისა და რუსეთის შესაბამისი უწყებები მუშაობენ, რის შედეგადაც შესაძლოა სომხეთის ექსპორტიორებმა რუს პარტნიორებს საქონელი სომხური დრამით მიჰყიდონ. ამის შესახებ „არმენპრეს“-ის ცნობით, სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან ქერობიანმა ეროვნულ ასამბლეაზე განაცხადა.

მინისტრმა ჯერ აღნიშნა, რომ  რუსულ-უკრაინული მოვლენების მეორე დღიდანვე  ისინი სერიოზულად მუშაობენ სომეხ ექსპორტიორებთან, რათა  შეისწავლონ მათი პრობლემები და  იპოვონ გამოსავალი გზა.  ზოგიერთი საკითხი უკვე მოგვარებულია, მაგრამ ძირითადი საკითხები მთავრობის გადაწყვეტილებების პროექტების სახით არიან წარმოდგენილნი.

„ბევრ ექსპორტიორს აქვს ფულადი სახსრების დროებითი შეფერხება. კონტრაქტორებს უჭირთ დაფარონ საქონლის ფასი, რომლებიც აშშ დოლარში იყო გამოსახული, ხოლო რუბლებში  გამოსახული – ექსპორტიორებს რთულ მდგომარეობაში აყენებს მათი დებიტორული დავალიანების მნიშვნელოვანი გაუფასურების გამო. ჩვენ ვეცდებით, მთავრობის გადაწყვეტილების პროექტით მივცეთ „ჟანგბადი“ ექსპორტიორ კომპანიებს, რათა მათ შეძლონ ფულადი ნაკადების დროებითი პრობლემის მოგვარება“, – განაცხადა ქერობიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button