პოლიტიკა

“იქნება თუ არა საქართველო შემდეგი” – ზურაბიშვილის განმარტება

,,Metronome.ge” წერს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ იმედოვნებს უკრაინის შემდეგ საქართველო არ იქნება.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიომ შეხედოს საქართველოს, მოლდოვას და სწორედ ამ მიზნით მიემგზავრება ბრიუსელში, რათა პარტნიორებს ჩვენი ქვეყანა ახსოვდეთ.

“იქნება თუ არა საქართველო შემდეგი, ეს რთული შეკითხვაა, ვიმედოვნებ, რომ არა. ჩვენ პირველი ვიყავით და ვიმედოვნებ, რომ აღარ განმეორდება, თუმცა დარწმუნებით ვერავინ იტყვის. ასევე ვერავინ იტყვის, თუ რა რეაქცია ექნება რუსეთს დამარცხების შემთხვევაში.

არავინ იცის, რა რეაქცია იქნება ნახევრად გამარჯვებისა და ნახევრად დამარცხების შემთხვევაში. ჩვენ უკვე ოკუპირებული ტერიტორიები გვაქვს. ამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ორი სამხედრო ბაზაა, რა თქმა უნდა, ძალიან მოწყვლადები ვართ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიომ შეხედოს საქართველოს, მოლდოვას. რა თქმა უნდა, ცენტრშია უკრაინა, სადაც მთავარი მოვლენები ხდება, მაგრამ ამავდროულად ვიმედოვნებ, რომ ნატო-ს სამიტზე, ევროკავშირის მოლაპარაკებებზე არ დაგვივიწყებენ. ეს არის ბრიუსელში ჩემი ვიზიტის მიზეზი, რათა ვესაუბრო პარტნიორებს, რომ საქართველო ახსოვდეთ”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ნახეთ მეტი
Back to top button