პოლიტიკა

პენტაგონი: რუსეთს რაკეტების 50%-ზე მეტი ჯერ არ გამოუყენებია

,,Metronome.ge” წერს, რომ რუსეთმა უკრაინაში 1200-ზე მეტი რაკეტა გამოიყენა, მაგრამ მას მაინც ჯერ კიდევ ბევრი იარაღი აქვს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია პენტაგონზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსნის თქმით, რუსეთმა ახლა უკრაინაში 1 200-ზე მეტი რაკეტა გაუშვა. თუმცა, პენტაგონს მაინც სჯერა, რომ აგრესორ ქვეყანას საკრუიზო რაკეტების მარაგის 50%-ზე მეტი ჯერ კიდევ არ გამოუყენებია.

„მიუხედავად იმისა, რომ რუსმა სამხედროებმა უკრაინაში მოქმედებისთვის რაკეტების მარაგის უმეტესი ნაწილი გამოიყენეს, მათ ჯერ კიდევ ბევრი აქვთ დარჩენილი.

მათ მარაგის 50%-ზე მეტი ჯერ კიდევ არ გამოუყენებიათ… ჯერ კიდევ აქვთ ხმელეთზე დაფუძნებული საკრუიზო რაკეტების მნიშვნელოვანი რაოდენობა…ასევე მცირე და საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტები”, – დასძინა წყარომ.

ბოლო ცნობებით, ომის დაწყებიდან დღემდე, 15 800 რუსი ჯარისკაცი, 530 ტანკი და 124 ვერტმფრენი განადგურდა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია დღემდე გრძელდება.

ნახეთ მეტი
Back to top button