კულტურამთავარი

სომხეთის ქალაქი გიუმრი და  საფრანგეთის ქალაქი  მონ დე მარსანი დაძმობილებულ ქალაქებად გამოცხადდება

21 მარტს სომხეთის რესპუბლიკის ელჩმა საფრანგეთში ჰასმიკ ტოლმაჯიანმა, მონ-დე-მარსელის მერის, შარლ დაიოს მიწვევით, მონაწილეობა მიიღო სომხეთისადმი მიძღვნილი ორკვირეული ფესტივალის ოფიციალურ გახსნაში, სახელწოდებით „ოცნება“, რომელიც გაგრძელდება მონ-დე-მარსელში 21 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით. ამის შესახებ  იუწყება საფრანგეთში სომხეთის საელჩოს ფეისბუქ გვერდი.

ფესტივალის ფარგლებში ნაჩვენები იქნება სერგეი ფარაჯანოვის სახლ-მუზეუმის ექსპონატების გამოფენა, ფრანგი სომეხი მოქანდაკის თოროს რასტ-კლანის ნამუშევრები, ფრანგი სომეხი ფოტოგრაფის ანტუან აგუჯიანის ნამუშევრების გამოფენა,  საკონცერტო პროგრამებით გამოვლენ ჯაზ პიანისტი ტიგრან ჰამასიანი ვიოლინოჩელისტი ასტღიკ სირანოსიანი   და სხვები.

2 აპრილს  გაიმართება  ქალაქ გიუმრის მიერ მონ დე მარსანისთვის ნაჩუქარი  სომხური ხაჩქარ-შადრევანის ოფიციალური გახსნა, რა დროსაც გიუმრი და მონ დე მარსანი შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებით დაძმობილ ქალაქებად გამოცხადდებიან.

ნახეთ მეტი
Back to top button