საზოგადოება

სომხეთში რუსეთის 938 მოქალაქე დარეგისტრირდა ინდივიდუალურ მეწარმედ, შპს დაარეგისტრირა რუსეთის 268 მოქალაქემ

სომხეთში 24 თებერვლიდან 22 მარტამდე რუსეთის ფედერაციის 938 მოქალაქე დარეგისტრირდა. ამავე პერიოდში სომხეთში დარეგისტრირდა 268 შპს, რომლებშიც არის იურიდიული ან ფიზიკური პირი, რუსეთის მოქალაქე.

მათი უმრავლესობა წარმოადგენს საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროს. ამის შესახებ “არმენპრეს”-თან საუბარში განაცხადა იუსტიციის სამინისტროს იურიდიულ პირთა სახელმწიფო რეესტრის სააგენტოს ხელმძღვანელმა ტათევ მკრტჩიანმა.

„რეგისტრაციის დროს, კერძო საწარმოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ ეკონომიკურ საქმიანობად აირჩია საინფორმაციო ტექნოლოგიების და პროგრამული უზრუნველყოფის კლასიფიკატორი“, – აღნიშნა მკრტჩიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button