მთავარიპოლიტიკა

სხვადასხვა სფეროში ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა იქნება უწყვეტი. სრ პრეზიდენტმა მიიღო ირაკლი კვანჭახაძე

23 მარტს პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა მიიღო სომხეთში საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ირაკლი კვანჭახაძე.

როგორც ,,არმენპრეს“-ს აცნობეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ვაჰაგნ ხაჩატურიანმა გულთბილად ისაუბრა სომხურ-ქართულ მრავალსაუკუნოვან და კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე და ხაზი გაუსვა სომხეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის შემდგომი განვითარების შესაძლებლობას.

საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ირაკლი კვანჭახაძემ პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანს მიულოცა თანამდებობის დაკავება  და დაარწმუნა, რომ ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობა იქნება უწყვეტი.

შეხვედრაზე მხარეებმა მოსაზრებები გაცვალეს სომხურ-ქართული ურთიერთობების დღის წესრიგსა და თანამშრომლობის პერსპექტიულ მიმართულებებზე. განიხილეს რეგიონულ უსაფრთხოებასა და სტაბილურობასთან დაკავშირებული საკითხები.

ნახეთ მეტი
Back to top button