პოლიტიკა

უკრაინაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოლდოვაში მივლინებულმა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა დახმარება გაუწია სომხეთის მოქალაქეებს და სომხებს

უკრაინაში განვითარებული საომარი მოქმედებების ფონზე, სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებით, მოლდოვაში მივლინებულ იქნა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი.

როგორც იტყობინება “არმენპრესი”, ამის შესახებ ვიგებთ სრ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის ფეისბუქის გვერდის გზავნილიდან. განცხადებაში ნათქვამია, რომ სომხეთის რესპუბლიკის საპატიო კონსულის, სომხური სამოციქულო ეკლესიისა და სომხური თემის აქტიური მონაწილეობით, გვარდება მოლდოვაში სომეხი მოქალაქეების სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე დახმარების, საცხოვრებლით უზრუნველყოფისა და კვების, აგრეთვე მათ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები.

ნახეთ მეტი
Back to top button