HRW მოუწოდებს გადაუდებელი ნაბიჯების გადადგმას, არცახში შემდგომი ჰუმანიტარული კრიზისის თავიდან ასაცილებლად

Human Rights Watch-ის ევროპის ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილე გიორგი გოგია, მოუწოდებს სასწრაფო ნაბიჯების გადადგმას, რათა თავიდან ავიცილოთ შემდგომი ჰუმანიტარული კრიზისი არცახში.
მან ამ საკითხს მას შემდეგ მიმართა, რაც აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გამავალი გაზსადენის გამო ორ კვირაში მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა მეორედ დარჩა გაზის გარეშე.
გოგია აღნიშნავს, რომ პურის ქარხნებიც ვერ მუშაობენ, პურის ნაკლებობაა.
„გაზის გათიშვა ასევე შეეხო საგანმანათლებლო დაწესებულებებს, საბავშვო ბაღებსა და სკოლებს. დახურულია, რადგან არ თბება. საჭიროა გადაუდებელი ნაბიჯების გადადგმა შემდგომი ჰუმანიტარული კრიზისის თავიდან ასაცილებლად“, – წერს გიორგი გოგია Twitter-ზე.
„ბოლო კვირების განმავლობაში კონტაქტის ხაზზე დაძაბულობა გაიზარდა. თუ ეს მოსახლეობის განდევნის მიზანმიმართული მცდელობაა, მაშინ ეს არის გაეროს კონვენციების დარღვევა“, – დასძინა მან.

