მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანის ქმედებების გამო არცახი ჰუმანიტარული კატასტროფის პირას აღმოჩნდა – ფაშინიანი

უკვე სამი დღეა, რაც არცახის რესპუბლიკის მოქალაქეებს ბუნებრივი აირის მიწოდება კვლავ შეუჩერდათ. ეს მოხდა აზერბაიჯანის ჩარევის შედეგად, მოგეხსენებათ, 7 მარტს აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე ააფეთქეს გაზსადენი, რომლითაც ბუნებრივი აირი  მიეწოდებოდა არცახს.  ამის შესახებ დღეს, 24 მარტს, მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

 „აზერბაიჯანმა სხვადასხვა საბაბით არ დაუშვა გაზსადენის შეკეთება და საბოლოოდ   როგორც იქნა გაზსადენი შეკეთდა.  დღეს  კი ის  ისე,  უბრალოდ გადაკეტილია.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გაზის ორივე გათიშვა მოხდა განსაკუთრებულ ამინდში. 7 მარტს არცახში ბოლო 30 წლის განმავლობაში უპრეცედენტო თოვლი მოვიდა და ჰაერის ტემპერატურა უპრეცედენტო დონემდე დაეცა. 21 მარტს ტემპერატურის ვარდნისა და თოვლის სიმაღლემ სარეკორდო, 1,5 მეტრს მიაღწია.  დედაქალაქ სტეფანაკერტში  – 1 მეტრს. ჰაერის ტემპერატურა -8 გრადუსამდე დაეცა.  ამ პირობებში, არცახს შეგნებულად გამოერთო ბუნებრივი აირი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბინების, საბავშვო ბაღების, სკოლებისა და საავადმყოფოების გასათბობად.  აზერბაიჯანის ქმედებების შედეგად არცახი ჰუმანიტარული კატასტროფის პირასაა. რა თქმა უნდა, ეჭვი არ მეპარება, რომ ამ განსაცდელსაც გადალახავს გმირული არცახელი ხალხი, მაგრამ  თავისებურად მისი ამ საქციელით აზერბაიჯანი რაღაცნაირად ხელს უწყობს არცახის ხალხს, რადგან გაზსადენის ეს ეპიზოდი არის  ძალიან ზუსტი და ლაკონური აღწერა არცახული საკითხის და მისი საერთაშორისო საზოგადოებისათვის წარდგენის კიდევ ერთი საშუალება.

ამ ეპიზოდის წყალობით, საერთაშორისო საზოგადოებას შეუძლია 100 გვერდის გადაფურცვლისა და ისტორიის ნიუანსების შესწავლის გარეშეც გაიგოს ყარაბაღის საკითხის არსი“.

„ეს ცალსახად აჩვენებს აზერბაიჯანის პოლიტიკას არცახის სომხების მიმართ, ანუ შეუძლებელს ხდის მათ საკუთარ სამშობლოში ცხოვრებას“- დაასკვნა ფაშინიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button