მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანი სხვადასხვა პროვოკაციებით ცდილობს გადაგვახვევინოს  სამშვიდობო დღის წესრიგიდან, მოახდინოს ამ დღის წესრიგის დელეგიტიმაცია –  ფაშინიანი

აზერბაიჯანი 1,5 წელია იკვეხნის   რომ 44-დღიან ომში დიდებული გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ  იმ დიდი ტანჯვა-წვალების შემდეგ, რაც აზერბაიჯანს გადახდა თავს, დღეისაითვის მთიან ყარაბაღში  მაინც ცხოვრობს 117 ათასი ეთნიკური სომეხი. ამას აზერბაიჯანი მიიჩნევს მის ყველაზე დიდ დამარცხებად და ძალისხმევას არ იშურებს მთიან ყარაბაღში ეთნიკური წმენდის პოლიტიკის დასასრულებლად.   ამის შესახებ დღეს, 24 მარტს, მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

 „ამ თვალსაზრისით, ძალიან სიმბოლური და მჭევრმეტყველია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წინა დღით გავრცელებული განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ არცახის გაზის მიწოდების საკითხი აზერბაიჯანის შიდა საქმეა. თუ ამ განცხადებას დიპლომატიის ენიდან ვთარგმნით, ეს ნიშნავს, რომ ის საერთაშორისო საზოგადოებას ავალდებულებს თვალები დახუჭონ და არ დაინახონ  თუ როგორ ახორციელებს ის დღეისათვის არცახის ეთნიკური წმენდის პოლიტიკას.  ასეთი რამ არ შეიძლება მოხდეს და სომხეთის დიპლომატიურმა სამსახურმა, სხვა ოფიციალურმა პირებმა, პოლიტიკურმა ძალებმა, მედიამ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ინდივიდებმა სოციალური ქსელების საშუალებით საერთაშორისო საზოგადოებას ყველა ინსტანციაში დეტალურად უნდა წარუდგინონ ბოლო 15 დღის მოვლენები არცახში.

ძვირფასო თანამემამულენო, რა თქმა უნდა, ამ მოვლენას ბევრი ეხმაურება და შეგვახსენებენ და აკრიტიკებენ ჩვენს პოლიტიკას, რომ გავხსნათ ჩვენი ქვეყნისა და რეგიონისთვის მშვიდობიანი განვითარების ეპოქა. მაგრამ ცალსახად მინდა განვაცხადო, რომ ჩვენს მიერ გატარებულ პოლიტიკას ალტერნატივა არ აქვს. პირიქით, აზერბაიჯანი თავისი ქმედებებითა და სხვადასხვა პროვოკაციებით ცდილობს ჩვენ გადაგვახვევინოს სამშვიდობო დღის წესრიგიდან, მოახდინოს ამ დღის წესრიგის დელეგიტიმაცია, რათა განახორციელოს რეგიონში ახალი ესკალაციების და ახალი ომების პროვოცირების პოლიტიკა. მაგრამ ჩვენ არ უნდა დავემორჩილოთ ასეთ პროვოკაციებს. მე ვთქვი, რომ სამშვიდობო დღის წესრიგის გასაცოცხლებლად საჭიროა ძლიერი ნერვები და არანაირად არ უნდა გადავუხვიოთ ჩვენს დეკლარირებულ სტრატეგიას. სტრატეგია არის სტრატეგია, რომლითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ  ყველა სიტუაციაში“, – განაცხადა ფაშინიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button