მთავარიპოლიტიკა

არარატ მირზოიანი თავის ქართველ კოლეგას არცახში ჰუმანიტარულ კრიზისზე ესაუბრა

24 მარტს სომხეთის  საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა სატელეფონო საუბარი გამართა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან.

მხარეებმა განიხილეს სომხურ-ქართული ურთიერთობების უწყვეტი განვითარების, მაღალი თანამდებობის პირების ორმხრივი ვიზიტების გზით პოლიტიკური დიალოგის გაღრმავების საკითხები.

სატელეფონო საუბრისას სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის კოლეგას გააცნო აზერბაიჯანის ქმედებები მთიანი ყარაბაღის ხალხზე ფსიქოლოგიური ზეწოლის, ზამთრის მძიმე პირობებში სასიცოცხლო ინფრასტრუქტურის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხების თაობაზე, რამაც საბოლოოდ არცახი ჰუმანიტარული კრიზისის ზღვარზე მიიყვანა.

არარატ მირზოიანმა ისაუბრა სომხური მხარის პოზიციაზე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით და ამ კონტექსტში ხაზი გაუსვა ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების შუამავლობის როლს.

მათ ასევე გაცვალეს მოსაზრებები რეგიონულ და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე.

ნახეთ მეტი
Back to top button