მთავარიპოლიტიკა

არცახში სროლა მოხდა:  მტერს აქვს მინიმუმ 5 მსხვერპლი

24 მარტს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა  უხეშად დაარღვიეს რა   2020 წლის10 ნოემბრის  სამმხრივი შეთანხმების პირობები   შეიჭრნენ არცახის რესპუბლიკის რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო ჯარების პასუხისმგებლობის ზონაში, კონტროლის ქვეშ აიღეს ასკერანის რაიონის სოფელი ფარუხი და შეეცადნენ წასულიყვნენ წინ არცხის რესპუბლიკის აღმოსავლეთი  საზღვრისაკენ.

როგორც „არსენპრესს“ არცახის რესპუბლიკის თავდაცვის არმიაში  განუცხადეს, რუსეთის სამშვიდობო ძალებსა და არცახის შესაბამის ორგანოებს შორის საათობით გამართულმა მოლაპარაკებამ მნიშვნელოვანი შედეგი არ გამოიღო და მტერი საწყის პოზიციებზე არ დაბრუნდა. 25 მარტის ღამეს აზერბაიჯანულმა შენაერთებმა ცეცხლი გაუხსნეს თავდაცვის არმიის ქვედანაყოფებს, როგორც კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღის, ასევე ავტომატური თოფების გამოყენებით.

„შეტაკების შედეგად მტრის მხარეზე სულ მცირე 5 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. სომხური მხრიდან არის ერთი დაჭრილი. 09:00 საათისთვის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია. ჩვენ ველით, რომ რუსი სამშვიდობოები მიიღებენ ზომებს აზერბაიჯანული შენაერთების საწყის პოზიციებზე დასაბრუნებლად“, – ნათქვამია თავდაცვის არმიის განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button