საზოგადოება

რას სთავაზობს სომხეთი  ლტოლვილებს უკრაინიდან

მიგრაციის სამსახურმა მიიღო 16 განცხადება ლტოლვილის სტატუსის მისაღებად სომხეთში უკრაინიდან ჩამოსული  პირებისგან,  რომლებთანაც 20-მდე ადამიანი ითხოვს ლეგალურ თავშესაფარს სომხეთში, ამბობს მიგრაციის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცერი ნელი დავთიანი. მისი თქმით, მეტია საკონსულტაციო ხასიათის განაცხადები და მოწოდებები. სამსახური მსურველებს დეტალურად უხსნის რა შესაძლებლობები და უფლებები აქვთ სომხეთში ლტოლვილებს.

„პირველ რიგში, ლტოლვილის სტატუსი იძლევა სომხეთში განუსაზღვრელი ვადით ლეგალურად ცხოვრების შესაძლებლობას. ლტოლვილის სტატუსის მიღების შემდეგ მოცემულ უცხოელს ეძლევა თითქმის ყველა ის უფლება, რაც სომხეთის მოქალაქეს აქვს. გამონაკლისი არის მხოლოდ მიწის საკუთრების უფლება, ხმის მიცემის უფლება“, – ამბობს ნელი დავთიანი.

განცხადების წარდგენის შემდეგ უცხო ქვეყნის მოქალაქე 3-დან 6 თვემდე ვადაში იღებს დადებით ან უარყოფით პასუხს. ნელი დავთიანი ამბობს, რომ განცხადების განხილვამდე მიგრაციის სამსახური ამ ადამიანებს საცხოვრებელს სთავაზობს. თუმცა სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ საცხოვრებლით ამ დროისთვის არავინ სარგებლობს. მიგრაციის სამსახურის წარმომადგენელი აზუსტებს, რომ სტატუსის მიღების შემდეგაც სახელმწიფოს აქვს ლტოლვილთა მხარდაჭერის პროგრამა.

 „აღიარებული ლტოლვილების შემთხვევაში 2-2,5 წლამდე გარკვეული ვადით ბინადრობის საკითხები სახელმწიფოს მხარდაჭერით წყდება. გვაქვს ინტეგრაციის ცენტრი, სადაც დევნილები არიან განლაგებული, ისინი მხოლოდ კომუნალურ გადასახადებს იხდიან. ასევე ვთავაზობთ ქირავნობის კომპენსაციას 9 თვემდე,  თვეში 60 000 დრამის ოდენობით“, – გვიხსნის მიგრაციის სამსახურის წარმომადგენელი.

ნახეთ მეტი
Back to top button