მთავარიპოლიტიკა

სომხეთი და ლატვია გააძლიერებენ თანამშრომლობას სოციალური დაცვისა და დასაქმების სფეროში

სომხეთის რესპუბლიკის შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნარეკ მკრტჩიანი ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის დროს შეხვდა ლატვიის რესპუბლიკის კეთილდღეობის მინისტრს გატის ეგლიტისს. შეხვედრისას  განიხილეს თანამშრომლობის ახალი იმპულსის მიცემის შესაძლებლობები. მინისტრმა ნარეკ მკრტჩიანმა „არსენპრესის“ კორესპოდენთან საუბრისას  აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით დიდი პოტენციალი არსებობს.

„ლატვიის კეთილდღეობის სამინისტრო ზუსტად იგივე ფუნქციებს ასრულებს, რასაც ჩვენი სამინისტრო.  შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ რამდენიმე მიმართულებით ვითანამშრომლებთ და ეს მემორანდუმს დაემსგავსება.  ლატვია ერთადერთი ბალტიისპირული ქვეყანაა, რომელთანაც სომხეთს ნაკლები  ურთერთობა აქვს სოციალური დაცვისა და დასაქმების სფეროში“, – განაცხადა მინისტრმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ არის მზადყოფნა ორმხრივი მუშაობისთვის.

როგორც ნარეკ მკრტჩიანმა თქვა, სამინისტროს საექსპერტო წრეებს შორის უკვე დაწყებულია კომუნიკაცია, კერძოდ, შშმ პირთა ფუნქციონალური შეფასების სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით. ლატვია ამ პროცესის ადრეულ ეტაპზეა.

ნახეთ მეტი
Back to top button