საზოგადოება

„აზერიგაზის“  განცხადება მზაკვრული მიზანია  შეცდომაში შეიყვანოს საერთაშორისო საზოგადოება:   „არცახგაზი“

სს „არცახგაზმა“ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე „არცახის საინფორმაციო შტაბის“ მეშვეობით გამოაქვეყნა ცნობა, რომლის მიხედვითაც 27 მარტს არაერთმა აზერბაიჯანულმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „აზერიგაზმა“ გამოასწორა  არცახის გაზგამანაწილებელი ხაზის ავარიის შედეგები და გაზმომარაგება არცახში  აღდგება.

„გაცნობებთ, რომ ზემოაღნიშნული განცხადება არის ცრუ და პროვოკაციული დეზინფორმაცია, რომელსაც მზაკვრული მიზანი აქვს- ისარგებლოს შექმნილი მძიმე სიტუაციით, შეცდომაში შეიყვანოს არცახელი  სომხები და საერთაშორისო საზოგადოება.

გაცნობებთ, რომ ბუნებრივი აირი არცახის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შედის მხოლოდ ერთი გაზსადენით  –  სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიიდან, ხოლო გაზმომარაგების კომპანიაა სს „გაზპრომ სომხეთი“ (ის არის  „გაზპრომის” 100% შვილობილი კომპანია). აღნიშნული გაზსადენიდან ბუნებრივი აირის მიღებას და მის აბონენტებზე განაწილებას ახორციელებს სს „არცახგაზი“. შესაბამისად, შეტყობინებაში ნახსენები აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-ი ან მისი შვილობილი კომპანია „აზერიგაზი“ ვერანაირად ვერ უხელმძღვანელებს არცახის რესპუბლიკის გაზმომარაგების პროცესს. ეს უბრალოდ ტექნიკურად და გეოგრაფიულად შეუძლებელია.

„მესიჯი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ 8 მარტს შუშის მონაკვეთზე გაზსადენის აფეთქებისა და მისი შეკეთების რამდენიმე დღით  შეფერხების შემდეგ, აზერბაიჯანულმა მხარემ მილსადენზე მიზანმიმართულად დაამონტაჟა სარქველი, რომელიც ემსახურებოდა მზაკვრულ მიზანს –  არახელსაყრელ ამინდში არცახის მოსახლეობისათვის შეექმნა  დამატებითი ჰუმანიტარული პრობლემები“, – ნათქვამია ცნობაში.

სტეფანაკერტში ბუნებრივი აირის მიწოდების შესაძლო აღდგენა  „აზერიგაზმა“ 28 მარტს დაანონსა.

ნახეთ მეტი
Back to top button