პოლიტიკა

არცახის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

არცახის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება.

„მისასალმებელია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროების, ასევე ცალკეული პოლიტიკოსებისა და საზოგადო მოღვაწეების დონეზე, გმობს აზერბაიჯანის პროვოკაციულ ნაბიჯებს, რომლებიც მიმართულია დაძაბულობის ესკალაციისა და არცახის მოსახლეობის დაშინებისკენ.

ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ არცახში ჰუმანიტარული კატასტროფის შექმნისა და ახალი ომის პროვოცირების მიმართულებით აზერბაიჯანის მცდელობებთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობის ცალსახა პოზიცია  მნიშვნელოვანი კოლექტიური წვლილი იქნება სიტუაციის დასტაბილებაში.

„დარწმუნებულნი ვართ, რომ რუსეთის სამშვიდობო ძალისხმევა და საერთაშორისო თანამეგობრობის მკაფიო და ადეკვატური პოზიცია, დამატებული პოლიტიკური საშუალებებით, ართმევს აზერბაიჯანს შესაძლებლობას, რომ არცახის ხალხის უფლებების სისტემატური დარღვევა მის საშინაო საქმეებად შეაფასოს.

ნახეთ მეტი
Back to top button