ეკონომიკამთავარი

ბორანის გამოყენებით ლარსი განიტვირთება –  გადამზიდველებს საქმე გაუადვილდებათ

სომხეთისა და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის დამაკავშირებელი ქვეყნების ერთადერთი გზა გადის ლარსის საგუშაგოზე, რომელიც ხშირად იკეტება „გამშვები პუნქტის გადტვირთვის“ ან  უამინდობის გამო. როგორც ალტერნატივა, მთავრობამ შემოგვთავაზა   ტვირთების გადაზიდვას ბორანით და შემდეგ  სარკინიგზო გზით, ამავე დროს გვპირდება რომ მოახდენს 6 თვით ალტერნატიული  გადზიდვების სუბსიდირებას.  ამის შესახებ ჩვენს  კორესპოდენტთან საუბარში აღნიშნა რუსეთის ფედერაციაში სოხმეთის რესპუბლიკის საელჩოს  ატაშემ საბაჟო მომსახურების სფეროში არამ თანანიანმა.  მისი თქმით, ჩრდილოეთ ოსეთში, ყაბარდო-ბალყარეთში და სხვა რაიონებში რიგში მდგარი სატვირთო მანქანების რაოდენობა 3500-ს აღწევს.

„ამ მანქანების დაახლოებით 15-20% სომხურია ან არიან მანქანები, რომლებსაც  ტვირთი შემოაქვს სომხეთში სხვა ქვეყნებიდან. დაახლოებით ამდენივე  ქართული მანქანაა, იმავე რაოდენობის კი – თურქული, დანარჩენი შუა აზიის ქვეყნებიდან და ბელორუსიიდან. საქმე ისაა, რომ დასახლებებში სატვირთო მანქანების გაჩერება არ არის ნებადართული. ისინი დგანან დასახლებებს შორის, სახელმწიფო გზებზე“.

როგორც თამამიანი ამბობს მძღოლები მოკლებულნი არიან ყოველგვარ სანიტარულ და სხვა პირობებს, ძირთადად არიან ადგილობრივი მცხოვრებლების კეთილი ნებისა და დახმარების იმედად.

ამ პრობლემას გამოეხმაურა სოხმეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრი ვაჰან ქერობიანი, რომელმაც აღნიშნა, რომ სომხეთი ზემო ლარსში წლებია დაბრკოლებებს აწყდება, როგორც საქონლის იმპორტში, ასევე ექსპორტშიც. მინისტრი  ხედავს ამ პრობლემის ფუნდამენტური გადაწყვეტის აუცილებლობას, განსაკუთრებით მსოფლიოში სასურსათო უსაფრთხოების პრობლემების გამწვავების ფონზე.

„ჩვენ გადავწყვიტეთ დავაფინანსოთ ფოთი-პორტი კავკასიის რეგულარული ბორანს გადაზიდვები  კვირაში ორჯერ, რათა ჩვენი ლოგისტიკური ტვირთის მნიშვნელოვანი ნაწილი გადავიტანოთ სარკინიგზო ტრანსპორტით გარკვეული პერიოდის განმავლობაში“.

 ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სომხეთი ცდილობს ბორანი გამოიყენოს ლოგისტიკური საკითხების გადასაჭრელად.

ნახეთ მეტი
Back to top button