ედუარდ აღაჯანიანმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას მიაწოდა ინფორმაცია აზერბაიჯანის მიერ გაჩაღებული „მცოცავი ომის“ შესახებ
სრ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარემ ედუარდ აღაჯანიანმა წერილი გაუგზავნა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მარგარეტა სედერფელტს და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში ქარი ჰენრიქსენს. ამის შესახებ მან აცნობა Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
„წერილში აღვწერე აზერბაიჯანის მიერ არცახის წინააღმდეგ გაჩაღებული მცოცავი ომის ბოლო დღეების ქმედებები და გაზის მიწოდების შეფერხებით გამოწვეული ჰუმანიტარული კრიზისი.
ჩემი საერთაშორისო საპარლამენტო კოლეგების ყურადღება გავამახვილე იმ ფაქტზე, რომ მაშინ, როცა აზერბაიჯანი საერთაშორისო ასპარეზზე მოქმედებს თითქოს სამხრეთ კავკასიის მშვიდობის პოზიციიდან, ქმედებების დონეზე ის აგრძელებს მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის ფსიქოლოგიურ, ჰუმანიტარულ და სამხედრო ტერორს, მიზნად ისახავს რა სომხების გამოსახლებას არცახიდან.
„ხაზგასმით აღვნიშნე საერთაშორისო თანამეგობრობის სწრაფი რეაგირების აუცილებლობა აზერბაიჯანის დაუყოვნებლივი შეჩერების მიზნით, სომხეთის მზადყოფნა განაახლოს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი მოლაპარაკებით და საბოლოო გადაწყვეტა ეუთოს მინსკის ჯგუფის ეგიდით, დაწერა მან.