პოლიტიკა

მზად ვართ, განვიხილოთ ნეიტრალიტეტი, თუმცა გვჭირდება რეფერენდუმი – ზელენსკი

,,Metronome.ge” წერს, რომ მზად ვართ, განვიხილოთ ნეიტრალიტეტი, თუმცა რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსულ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთმა სწორედ ამისთვის დაიწყო ომი.

“უსაფრთხოების გარანტიები და ნეიტრალიტეტი, ჩვენი სახელმწიფოს არაბირთვული სტატუსი – ჩვენ მზად ვართ ამაზე წავიდეთ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტები. რამდენადაც მახსოვს, ეს იყო რუსეთისთვის ყველაზე პრინციპული პუნქტი. ამის გამო ომი დაიწყეს”, – აცხადებს ზელენსკი.

ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ ახალი შეთანხმება სერიოზული უნდა იყოს და არა ბუდაპეშტის მემორანდუმის მსგავსი უბრალო ფურცელი.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უსაფრთხოების გარანტიებსა და ქვეყნის ნეიტრალურ სტატუსზე გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ რეფერენდუმის გზითაა შესაძლებელი, რადგან კონსტიტუციაში მსგავს ცვლილებას მინიმუმ ერთი წელი დასჭირდება.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

ნახეთ მეტი
Back to top button