მთავარიპოლიტიკა

მიგვაჩნია, რომ მკაფიოდ უნდა მოვითხოვოთ აზერბაიჯანული შენაერთების საწყის პოზიციებზე დაბრუნება:   სომხეთის   საგარეო საქმეთა სამინისტრო

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების ბოლო განცხადებები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ აზერბაიჯანის სისტემატური ძალადობისა და დაშინების პოლიტიკის მიზანი მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ სომხური დასახლებების ეთნიკური წმენდაა. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„ამგვარად, 24 მარტს მთიანი ყარაბაღის სოფელ ფარუხში შეჭრას წინ უძღოდა სომხური დასახლებების მიმართულებებით განუწყვეტელი სროლა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, ასევე სომხური წარმოშობის  მოსახლეობის შევიწროება სოფელ ფარუხთან.

ამ შემოჭრისა და საომარი მოქმედებების პროვოცირების პარალელურად, უპრეცედენტო ცივი ამინდების  პირობებში,  აზერბაიჯანმა უკვე  რამდენიმე კვირაა რაც შეაფერხა სასიცოცხლო მნიშვნელობის გაზსადენის მუშაობა, რითაც მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა ჰუმანიტარული კატასტროფის პირას აღმოჩნდა. მეტიც, ეთნიკური წმენდის პოლიტიკის დასასრულებლად და არცახის სომხების გენოციდის პოლიტიკის ახალი ენერგიით განსახორციელებლად, აზერბაიჯანი თავისი განცხადებებით ითხოვს მთიანი ყარაბაღის სომეხი მოსახლეობის თავდაცვითი ძალების გაყვანას. ამის შესახებ  ნათქვამია სომხეთის  საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ასევე აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანის აგრესია მთიან ყარაბაღში რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო ჯარების პასუხისმგებლობის ზონაში წინასწარ არის დაგეგმილი, რაც აშკარა უგულველყოფაა  2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი დეკლარაციისა.

„საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გადადგას აქტიური და მიზანმიმართული ნაბიჯები სამხრეთ კავკასიაში სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობების აღსაკვეთად. ამავდროულად, მიგვაჩნია, რომ აზერბაიჯანის ჯარების შეჭრისას მთიან ყარაბაღში რუსული სამშვიდობო კონტინგენტის პასუხისმგებლობის ზონაში უნდა ჩატარდეს სათანადო გამოძიება სამშვიდობო კონტიგენტის ქმედებებზე, ასევე მკაფიოდ იქნას მოთხოვნილი აზერბაიჯანის ჯარების ადრინდელ პოზიციებზე  დაბრუნების მოთხოვნა.

„ჩვენ ველით, რომ რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტი მთიან ყარაბაღში მიიღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებას  სიტუაციის მოსაგვარებლად, ახალი მსხვერპლისა და საომარი მოქმედებების თავიდან ასაცილებლად“, – ნათქვამია განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button