მთავარიპოლიტიკა

პუტინმა და ფაშინიანმა სატელეფონო საუბარში ორჯერ განიხილეს არცახში არსებული ვითარება. პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ხუთშაბათს და პარასკევს სატელეფონო საუბარი ჰქონდა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან, განიხილეს სიტუაცია ყარაბაღის კონტაქტის ხაზზე, იუწყება TASS, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.

,,განიხილეს სიტუაცია ყარაბაღში კონტაქტის ხაზზე“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.

TASS იუწყება, რომ როგორც მანამდე აცნობა სომხეთის მთავრობის პრესსამსახურმა, ფაშინიანსა და პუტინს შორის გაიმართა სატელეფონო საუბარი, რომლის დროსაც განიხილეს მთიან ყარაბაღში არსებული ვითარება, რომელიც შეიქმნა მთიან ყარაბაღში რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო დანაყოფის პასუხისმგებლობის ზონაში აზერბაიჯანული შენაერთების შეჭრის შემდეგ”.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ვითარებას დაძაბული უწოდა, ხაზი გაუსვა რუსი სამშვიდობოების მიერ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების თავდაპირველ პოზიციებზე დაბრუნების აუცილებლობას.

ნახეთ მეტი
Back to top button