პოლიტიკა

საფრანგეთი შეშფოთებულია არცახში აზერბაიჯანული ჯარების გადაადგილებით

საფრანგეთი სინანულს გამოხატავს მთიან ყარაბაღში, კერძოდ  ფარუხისა და ხრამორთის რაიონებში მომხდარ შეიარაღებულ გადაადგილებასთან დაკავშირებით. საფრანგეთი მოუწოდებს დაწინაურებულ ძალებს, დაუბრუნდნენ ყოფილ პოზიციებს 2020 წლის 9 ნოემბერს გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის შესაბამისად. ამის შესახებ ნათქვამია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე გამოხატა შეშფოთება მთიანი ყარაბაღის მოსახლეობისთვის გაზის მიწოდების შეფერხების გამო და მოუწოდა ,,აღადგინონ მუდმივი გაზის მიწოდება”. აღნიშნულია, რომ ეს საკითხი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და მისი სომეხი და აზერბაიჯანელი კოლეგების მოლაპარაკებების დროს დაისვა.

ნახეთ მეტი
Back to top button