მთავარიპოლიტიკა

სომხეთმა მიმართა ადამიანთა ეფლებების ევროპულ სასამართლოს აზერბაიჯანის მიერ არცახის მოსახლეობის მიმართ ჩადენილ დარღვევებთან დაკავშირებით

24 მარტს საერთაშორისო სამართლებრივ საკითხებში სომხეთის რესპუბლიკის წარმომადგენელმა მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს  აზერბაიჯანის წინააღმდეგ სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლით გათვალისწინებული გადაუდებელი დროებითი ღონისძიების თაობაზე, არცახის ხალხის მიმართ ბოლო დროს განხორციელებულ დარღვევებთან დაკავშირებით.

საერთაშორისო სამართლებრივ საკითხებში სომხეთის რესპუბლიკის წარმომადგენლობის განცხადებაში ნათქვამია, რომ წარმოდგენილია კონკრეტული მტკიცებულება იმისა, რომ ასკერანის რაიონის სოფელ ხრამორთთან განლაგებული აზერბაიჯანული ძალები რეგულარულად ემუქრებიან არცახის მშვიდობიან მოსახლეობას და მათგან მოითხოვენ საკუთარი სახლების დატოვებას და ტერიტორიიდან წასვლას.

„შუალედური ღონისძიების გატარების მოთხოვნა მარტშიც იყო წარდგენილი, როდესაც აზერბაიჯანის მხრიდან ცეცხლი გაუხსნეს არცახის მშვიდობიან მოსახლეობას, მათ შორის სკოლებს, რის შედეგადაც დაზიანდა არცახში ბუნებრივი აირის მიმწოდებელი მაგისტრალური მილსადენი, რის გამოც არცახის მთელ მოსახლეობას არ მიეწოდება ბუნებრივი აირი. ამ მკაცრ მეტეოროლოგიურ პირობებში, არცახის მთელ მოსახლეობას, მათ შორის საავადმყოფოებსა და სკოლებს, უწევს ბუნებრივი აირის გარეშე ცხოვრება. ასეთი ხელყოფა პირდაპირ საფრთხეს უქმნის არა მარტო სოფელ ხრამორთს, არამედ მთელი არცახის მოსახლეობას.

ამ ფაქტებზე დაყრდნობით და მათი შერწყმით ევროსასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, საერთაშორისო სამართლებრივ საკითხებში სრ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ქმედებები პირდაპირ საფრთხეს უქმნის კონვენციით დაცული არცახის მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს და წარმოადგენს შეუქცევადი ზარალის საფრთხეს. ევროპის სასამართლოს სთხოვეს მიიღონ გადაუდებელი დროებითი ზომები აზერბაიჯანის წინააღმდეგ, დაავალდებულონ მუქარისა და სროლების შეწყვეტა და ბუნებრივი აირის მიწოდების აღდგენა“, – ნათქვამია განცხადებაში.

25 მარტს საერთაშორისო სამართლებრივ საკითხებში წარმომადგენელმა ასევე მიმართა საერთაშორისო სასამართლოს და ყურადღება გაამახვილა აზერბაიჯანის მიერ ჩადენილ ზემოხსენებულ დარღვევებზე.

ნახეთ მეტი
Back to top button