სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ოფიციალური ვიზიტი რუსეთში 2022 წლის აპრილის მეორე დეკადაშია დაგეგმილი, მას წინ უძღვის სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის არარატ მირზოიანის სამუშაო ვიზიტი 8 აპრილს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.
„სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ოფიციალური ვიზიტი რუსეთში (აპრილის მეორე დეკადაში) და საგარეო საქმეთა მინისტრის არარატ მირზოიანის სამუშაო ვიზიტი (8 აპრილი) იგეგმება. მუშავდება აგრეთვე სხვა კონტაქტები სხვადასხვა დონეზე”, – განაცხადა ზახაროვამ.