მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ესკალაცია რუსული სამშვიდობო კონტინგენტის პასუხისმგებლობის ზონაში გრძელდება:  სომხეთის  საგარეო საქმეთა სამინისტრო

აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ესკალაცია  რუსული სამშვიდობო კონტინგენტის პასუხისმგებლობის ზონაში გრძელდება, ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა.

„სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო სიამოვნებით აღნიშნავს, რომ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა მკაფიო შეფასება მისცეს მთიან ყარაბაღში სიტუაციის ბოლო დროს ესკალაციას და განაცხადეს, რომ ეს არის გამოწვეული აზერბაიჯანის ჯარების წინ წასვლის შედეგად.

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ მოუწოდა აზერბაიჯანულ მხარეს გაიყვანოს სამხედრო ნაწილები. 27 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ თავისი შენაერთები მთიანი ყარაბაღის დასახლება ფარუხიდან გაიყვანა.

მიუხედავად ამისა, უნდა განვაცხადოთ, რომ რუსული სამშვიდობო კონტინგენტის პასუხისმგებლობის ზონაში აზერბაიჯანული შენაერთების შეჭრა მთიან ყარაბაღში გრძელდება, რაც ასახულია თანდართულ რუკებზე.

ჩვენ ველით, რომ რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო ძალები მთიან ყარაბაღში მიიღებენ კონკრეტულ ზომებს, რათა შეაჩერონ აზერბაიჯანული ქვედანაყოფების შეჭრა სამშვიდობოების პასუხისმგებლობის ზონაში და გაიყვანონ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები. „აუცილებლად მიგვაჩნია სათანადოდ გამოვიკვლიოთ სამშვიდობო კონტიგენტის მოქმედებები აზერბაიჯანის ქვედანაყოფების შეჭრის მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რათა პასუხი მივიღოთ რიგ  კითხვებზე“, – ნათქვამია სომხეთის  საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button