მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანი ამზადებს ნიადაგს ახალი პროვოკაციებისთვის და თავდასხმისთვის ყარაბაღში:  სომხეთის უშიშროების საბჭო

სომხეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭომ 28 მარტის სხდომაზე მთიანი ყარაბაღის ირგვლივ არსებული უსაფრთხოების ვითარება განიხილა და შეაფასა ის უკიდურესად დაძაბულად.

ამის შესახებ  ცნობას სომხეთის  პრემიერ-მინისტრის აპარატის ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტიდან აცნობეს.

„სიტუაციის ანალიზი აჩვენებს, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკა, მოჩვენებითი გამართლების მოძიებას ცდილობს, ამზადებს ნიადაგს ახალი პროვოკაციებისთვის და თავდასხმებისთვის მთიანი ყარაბაღის მიმართულებით, მათ შორის, სამშვიდობო შეთანხმებაში სომხეთის რესპუბლიკას დესტრუქციულ ქმედებებში ადანაშაულებს.

შექმნილ ვითარებაში უშიშროების საბჭო საჭიროდ მიიჩნევს სომხეთის რესპუბლიკის წინა პოზიციის დადასტურებას და სთავაზობს აზერბაიჯანის რესპუბლიკას დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმების შესახებ.

უშიშროების საბჭო მოითხოვს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღებას მთიან ყარაბაღსა და სოხმეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სამხედრო შეტაკებების შესაძლებლობაზე, აუცილებლად მიაჩნია საერთაშორისო შემაკავებელი მექანიზმების გამოყენება, რათა არ დავუშვათ შესაძლო სამხედრო ესკალაცია და ეთნიკური წმენდა“, – ნათქვამია ცნობაში.

ნახეთ მეტი
Back to top button