მთავარიპოლიტიკა

არარატ მირზოიანმა ეუთოს მინსკის ჯგუფის რუსი თანათავმჯდომარე იგორ ხოვაევი   მიიღო

28 მარტს სომხეთის  საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ეუთოს მინსკის ჯგუფის რუსი თანათავმჯდომარე იგორ ხოვაევი  მიიღო.

როგორც სომხეთის  საგარეო საქმეთა სამინისტროდან გვაცნობეს, მხარეებმა განიხილეს მთიანი ყარაბაღის კონტაქტის ხაზის დარღვევით შექმნილი ვითარება სოფელ ფარუხში რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტის პასუხისმგებლობის ზონაში, რომელიც დაიწყო 24 მარტს.

საუბარი შეეხო აზერბაიჯანული მხარის სხვა ქმედებებსაც, რომლებიც მიზნად ისახავს ჰუმანიტარული კრიზისის შექმნას არცახში, ხოლო მისის ბოლო მიზანია არცახის ეთნიკური წმენდა.  ხაზი გაესვა აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების საწყის პოზიციებზე დაბრუნების აუცილებლობას.

მინისტრმა მირზოიანმა წარმოადგინა სომხური მხარის პოზიცია ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობის ფარგლებში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების ირგვლივ.

კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა  ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების სრულყოფილი მუშაობის მნიშვნელობას.

ნახეთ მეტი
Back to top button