დღეს, 29 მარტს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი სამუშაო ვიზიტით საქართველოს ეწვევა. ამის შესახებ ცნობას ავრცელებს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ვიზიტის ფარგლებში არარატ მირზოიანი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან.