პოლიტიკა

ამერიკელი კონგრესმენები მოუწოდებენ სახელმწიფო დეპარტამენტს, მიიღოს ზომები ალიევის სამხედრო ქმედებების წინააღმდეგ

აშშ-ის კონგრესის სომხური კომიტეტის თანათავმჯდომარეებმა მოუწოდეს სახელმწიფო დეპარტამენტს გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა დიპლომატიური ბერკეტი, რათა შეაჩეროს აზერბაიჯანის პრეზიდენტის მტრული ქმედებები და დააბრუნოს იგი მოლაპარაკებების მაგიდასთან.

როგორც “არმენპრესი” იტყობინება, კონგრესის სომხურ საკითხთა კომიტეტის თანათავმჯდომარეებმა ფრენკ პალონემ, გას ბილირაკისმა, ჯეკი სპეიერმა, დევიდ ვალადაომ და ადამ შიფმა მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანული შენაერთების შეჭრის შესახებ განცხადებაში განსაკუთრებით ხაზგასმით აღნიშნეს. „ჩვენ ვგმობთ აზერბაიჯანის ბოლო ქმედებებს მთიან ყარაბაღში“.

კონგრესმენებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ აზერბაიჯანის ჯარების გადაადგილება არცახის ტერიტორიაზე, მათ მიერ უპილოტო მფრინავი აპარატების გამოყენება, მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის ძირითადი წყაროს გადაკეტვა არის 2020 წლის ცეცხლის შეწყვეტის დარღვევა და საფრთხეს უქმნის უდანაშაულო ადამიანებს.

„შეერთებულმა შტატებმა არ უნდა დახუჭოს თვალი სახიფათო ქმედებების ამ ნათელ მაგალითზე; ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა უზრუნველვყოთ. „ჩვენ მოვუწოდებთ სახელმწიფო დეპარტამენტს გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა დიპლომატიური საშუალება, რათა შეაჩეროს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევის საბრძოლო ქმედებები, და დააბრუნოს მოლაპარაკებების მაგიდასთან ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობის სამშვიდობო  პროცესის გზით“, – ნათქვამია განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button