მთავარიპოლიტიკა

არარატ მირზოიანმა თავის ქართველ კოლეგას წარუდგინა წინაპირობის გარეშე სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების  ნორმალიზების პროცესი

29 მარტს თბილისში სამუშაო ვიზიტით მყოფი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს შეხვდა.

თანამოსაუბრეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს, რომ წელს 30 წელი სრულდება სომხეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან და დეტალურად განიხილეს სომხურ-ქართული მეგობრული თანამშრომლობის ფართო დღის წესრიგთან დაკავშირებული საკითხები, გამოთქვეს მზადყოფნა გამოიჩინონ ძალისხმევა ორმხრივ, მრავალმხრივ დონეზე თანამშრომლობის უწყვეტი განვითარებისა და სომხეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის განმტკიცების მიმართულებით.

საგარეო საქმეთა მინისტრებმა ისაუბრეს ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაზე, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდის შესაძლებლობებსა და სატრანსპორტო კომუნიკაციების სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

განიხილეს რეგიონულ და საერთაშორისო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული არაერთი საკითხი.

არარატ მირზოიანმა ისაუბრა აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების მიერ მთიანი ყარაბაღის სოფელ ფარუხში შეჭრაზე, არცახის მშვიდობიან მოსახლეობაზე მუდმივ ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე, ჰუმანიტარული კრიზისის შექმნისკენ მიმართულ ქმედებებზე. ხაზგასმით აღინიშნა, რომ აზერბაიჯანული ქვედანაყოფების დაბრუნება საწყის 2020 წლის 23 მარტის პოზიციებზე და 2020 წლის  9 ნოემბრის სამმხრივი დეკლარციით დადასტურებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის სრული დაცვის აუცილებლობა.

არარატ მირზოიანმა ასევე წარმოადგინა სომხური მხარის პოზიცია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების შესახებ და ამ კონტექსტში ხაზი გაუსვა ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების შუამავლობის როლს. მნიშვნელობა მიენიჭა სიტუაციის დეესკალაციასა და რეგიონში სტაბილურობის დამყარებაზე მიმართულ ძალისხმევებს.

სრ საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის კოლეგას ასევე მიაწოდა ინფორმაცია სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების წინაპირობის გარეშე ნორმალიზების პროცესის შესახებ.

ნახეთ მეტი
Back to top button