პოლიტიკა

“ჩერნობილში აფეთქების საშიშროება არსებობს” – უკრაინა რუსეთს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს

,,Metronome.ge” წერს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები აცხადებენ, რომ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე, საბრძოლო მასალის აფეთქების საშიშროება არსებობს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის ცნობით, რუსულმა ძალებმა, რომლებსაც ტერიტორია ოკუპირებული აქვთ, რადიოაქტიური ზონა უნდა დატოვონ.

მან ასევე თქვა, რომ უკრაინამ სთხოვა რუსეთს სამშაბათს მოლაპარაკებებზე დაუშვას 97 ჰუმანიტარული დერეფნის შექმნა უკრაინის ყველაზე მეტად დაზარალებულ ქალაქებსა და სოფლებში.

“ჩვენ მოვითხოვთ გაეროს უშიშროების საბჭომ დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ჩერნობილის გამორიცხვის ზონის დემილიტარიზაციისთვის და იქ გაეროს სპეციალური მისიის შემოღებისთვის ბირთვული კატასტროფის განმეორების რისკის აღმოსაფხვრელად“, – თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ გუშინდელი ცნობებით, უკრაინელი მაშველები  ჩერნობილის დაუყოვნებლივ “დემილიტარიზაციას” ითხოვდნენ.

ნახეთ მეტი
Back to top button