მთავარიპოლიტიკა

ჩვენ მადლობას ვუხდით ყველას, ვინც ძალისხმევა გაიღო ჰუმანიტარული კატასტროფის აღმოსაფხვრელად. არცახის საგარეო საქმეთა სამინისტრო

გაზმომარაგების აღდგენის შესახებ განცხადებას ავრცელებს არცახის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

„28 მარტს არცახის რესპუბლიკის გაზმომარაგება აღდგა სომხეთში არცხიდან შემოსული ერთადერთი გაზსადენით. მიმდინარე თვეში აზერბაიჯანმა ორჯერ დაბლოკა ბუნებრივი აირის მიწოდება არცახში, რამაც ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია.

აზერბაიჯანის მიერ განხორციელებული ჰუმანიტარული ტერორიზმი მწვავედ გააკრიტიკა საერთაშორისო საზოგადოებამ, გაჟღერდა არაერთი მოწოდება გაზმომარაგების აღდგენის შესახებ, გადაიდგა შესაბამისი პოლიტიკური და დიპლომატიური ნაბიჯები. დიდია რუსული სამშვიდობო მისიის როლი.

ჩვენ მადლობელი ვართ ყველა ქვეყნის, საერთაშორისო ორგანიზაციის, პოლიტიკოსის, საზოგადო მოღვაწეს, ვინც საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პრინციპების, მორალური ნორმების დაცვით, ადეკვატური შეფასება მისცა აზერბაიჯანის ქმედებებს და ძალისხმევა გაიღო ამ ჰუმანიტარული კატასტროფის აღმოსაფხვრელად.

“ჰუმანიტარული საკითხების პოლიტიზაცია დაუშვებელი და ამორალურია. ნებისმიერი ასეთი მცდელობა გამოწვევაა მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის”, – ნათქვამია განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button