კავკასიის ბიომრავალფეროვნების ნაკრძალში კამერებმა ახალი ავაზა დააფიქსირეს

კავკასიის ბიომრავალფეროვნების ნაკრძალის ველური ბუნებისა და კულტურის დაცვის ფონდის (FPWC) კამერებმა კავკასიური ავაზის არსებობა დააფიქსირეს.
კამერების მიხედვით, ზრდასრული მამრი ავაზა აღმოაჩინეს და ახალ ინდივიდად დადასტურდა. იმავე დღეს, სულ რაღაც ორი საათის ინტერვალით, დაახლოებით სამი კილომეტრის მანძილზე, კამერებმა კავკასიის ბიომრავალფეროვნების ნაკრძალში მამრი ნეო ავაზა დააფიქსირეს. მესამე ინდივიდი ნოვა დანარჩენი ავაზებისგან 6 კილომეტრითაა დაშორებული, ისევ კავკასიის ბიომრავალფეროვნების ნაკრძალში.

ის ფაქტი, რომ სამი განსხვავებული ავაზა კავკასიის ბიომრავალფეროვნების ნაკრძალის ერთსა და იმავე ტერიტორიას თითქმის ერთდროულად იყენებს, უპრეცედენტოა.
„მსოფლიოში ავაზების პოპულაცია საგრძნობლად შემცირდა მთელი რიგი ადამიანური ფაქტორების გამო, კერძოდ, საზღვრისპირა დაძაბულობის, ახალი საზღვრებისა და ბარიერების გამო ჩვენს რეგიონში. ეს სახეობა გადაშენების პირასაა. “2011 წლიდან ამ ტერიტორიაზე ველური ბუნებისა და კულტურული ფასეულობების დაცვის ფონდი ფუნქციონირებს. ეს არის მე-6 ლეოპარდი, რომელიც ჩვენი კამერებით არის გადაღებული”, – განაცხადა ველური ბუნებისა და კულტურული ფასეულობების დაცვის ფონდის დირექტორმა რუბენ ხაჩატრიანმა. დასძინა, რომ ეს იმის დასტურია, რომ კავკასიის ბიომრავალფეროვნების ნაკრძალი ეფექტური კონსერვაციის ღონისძიებაა.
FPWC-მ ავაზის სახელწოდებისთვის კონკურსი გამოაცხადა.
ველური ბუნებისა და კულტურული ფასეულობების დაცვის ფონდი (FPWC) ფუნქციონირებს 2002 წლიდან. ფონდი არის ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) წევრი. ფონდის ძირითადი საქმიანობაა სომხეთის უნიკალური ფაუნისა და ფლორის შენარჩუნება უახლესი ტექნოლოგიებისა და თანამედროვე მოდელების გამოყენებით.