მთავარიპოლიტიკა

სომხეთი გონივრული  ინვესტიციების მტკიცე მხარდამჭერია –   ვიცე-პრემიერი

29 მარტს ვიცე-პრემიერმა ჰამბარძუმ მათევოსიანმა მონაწილეობა მიიღო არაბთა გაერთიანებულ საემიროებში (დუბაი) გამართულ ღონისძიებაში „წლიური საინვესტიციო ფორუმი-2022“ და თავის გამოსვლაში ისაუბრა ინვესტორებისთვის სომხეთის მთავრობის „ღია კარის“ პოლიტიკაზე.

სომხეთის ვიცე-პრემიერმა მადლობა გადაუხადა მეგობარ ქვეყანას ღონისძიების ორგანიზებისთვის, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს კონფერენცია საშუალებას მისცემს გამოავლინოს მონაწილე სახელმწიფოების სრული პოტენციალი და გონივრული ინვესტიციებისკენ მიმართული პოლიტიკა.

„სომხეთის მთავრობამ აიღო ვალდებულება შექმნას ცოდნაზე დაფუძნებული, ინკლუზიური ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკა.  ამ გზაზე, ჩვენ ვახალისებთ  უცხოური ინვესტიციების შემოდინებას, რომლებიც ავითარებენ   ინოვაციებს,   ცოდნასა და ტექნოლოგიებს ეკონომიკის მთლიანი მოდერნიზაციის მიზნით“, – თქვა ჰამბარძუმ მათევოსიანმა.

ვიცე-პრემიერის თქმით, სომხეთს მიზნად აქვს დასახული ინვესტიციებისთვის შექმნას გამჭვირვალე, სამართლიანი და მომგებიანი გარემო.  იმის გაცნობიერებით, რომ ინვესტიციების ხელშეწყობა დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს, სომხეთის მთავრობა დიდ ძალისხმევას ხმარობს საინვესტიციო გარემოსა და საჯარო სერვისების რეფორმირების მიმართულებით, უცხოელ ინვესტორებს სთავაზობს პროგნოზირებად, კონკურენტუნარიან ბიზნეს გარემოს ძლიერი გარანტიებით, საერთაშორისო მოთხოვნებისა და სტანდარტების  შესაბამისად.

ნახეთ მეტი
Back to top button