მთავარიპოლიტიკა

ფაშინიანი ოთხი „SU-30SM“-ის უკრაინაში გამოსაყენებლად რუსეთისათვის გადაცემას „აღმაშფოთებელ დეზინფორმაციას“ უწოდებს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა „SU-30SM “  მრავალფუნქციური თვითმფრინავების  უკრაინაში გამოსაყენებლად რუსეთისათვის  გადაცემის შესახებ ინფორმაცია „აღმაშფოთებელ დეზინფორმაციად“ შეაფასა.

მთავრობის სხდომაზე დღევანდელი სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა აღნიშნა, რომ დასავლურ მედიაში ფართოდ გავრცელებული ანგარიში აზერბაიჯანული წყაროებზე დაყრდნობითაა შექმნილი.

ფაშინიანის თქმით, თვითმფრინავები სომხეთში შემოტანის დღიდან არასოდეს გასულა  ქვეყანიდან.

პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა იმ ყალბ ინფორმაციაზე, რომ დაქირავებული ტერორისტები უკრაინაში სომხეთის ტერიტორიის გავლით გადაჰყავთ.

„ვინც მეტ-ნაკლებად იცის, რომ სომხეთი, წლის წინ თვითონ განიცდიდა  დაქირავებულთა გამოყენებით  მის წინააღმდეგ ომს, არასდროს არ შეუწყობს ხელს მათ, ვინც ცდილობს ტერორისტების გამოყენებას“,  – თქვა მან და დასძინა, რომ „მსგავსი ინფორმაცია სრული სისულელეა“.

ნახეთ მეტი
Back to top button