მთავარიპოლიტიკა

ფაშინიანი უარყოფს ინფორმაციას სომხეთის ტერიტორიით უკრაინაში დაქირავებული ჯარისკაცების გადაყვანის შესახებ:  სომხეთი არასდროს არ შეუწყობს ხელს ტერორისტების გადაყვანს სხვა ქვეყნებში

სომხეთის რესპუბლიკა  უმაღლეს დონეზე უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სომხეთის ტერიტორიით  უკრაინაში დაქირავებული ტერორისტების გადაყვანა ხდება. სომხეთის  პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ყალბი ინფორმაციის საკითხს 31 მარტს მთავრობის სხდომაზე  შეეხო.

„ყალბ ცნობას აწოდებენ იმის შესახებ,  რომ სომხეთის ტერიტორიით უკრაინაში დაქირავებულები გადაჰყავთ. ყველამ, ვინც მეტ-ნაკლებად იცის,  რომ სომხეთი, რომელიც ორი წლის წინ დაზარალდა ომით სადაც მოწინააღმდეგე მხარე დაქირავებულ ჯარისკაცებს იყენებდა,  არასოდეს შეუწყობს ხელს იმ ძალებს, რომლებიც ცდილობენ დაქირავებულების გამოყენებას“,  – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა. ამის შესახებ იტყობინება Armenpress-ი .

მისი თქმით, ასეთი fake news-ები ხანდახან მნიშვნელოვან როლს თამაშობენ  იმ კონტექსტში, რომ აზერბაიჯანი, როგორც 2020 წლის 44-დღიან  ომამდე, ისე მის შემდეგაც, ახორციელებს დისკურსის და შინაარსის ფორმირების პოლიტიკას, რომელითაც ცდილობს  მთიან ყარაბაღსა და სომხეთის რესპუბლიკაზე ფართომასშტაბიანი თავდასხმის ლეგიტიმაციას.

ნახეთ მეტი
Back to top button